კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე / International Disaster Risk Reduction Day

13.10.2017

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 13 ოქტომბერს ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალურ დირექტორატთან და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრთან ერთად აღნიშნა კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე. ღონისძიება თბილისში, მთაწმიდის პარკში გაიმართა. მასში მონაწილეო...ბდნენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

 IOM და პატრნიორები სოციალური საწარმო "მწვანე ოჯახი" / IOM with its partners from the Green Family Social Enterprise 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კატასტროფების რისკის შემცირების თემისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა; წარმოდგენილი იქნა პარტნიორების მიერ განხორციელებული პროგრამების ამსახველი საინფორმაციო ვიდეორგოლები, ფოტომასალა და ინფოგრაფიკა, ასევე ორგანიზაციების მიერ ცალკეული პროექტების ფარგლებში წარმოებული პროდუქცია. გაიმართა სიმულაციური და ინტეგრაციის სავარჯიშოები და ვიქტორინა ბავშვებისთვის.

1996 წლიდან „ბუნებრივი კატასტროფის მიმართ მზაობით, სიცოცხლისა და მოსახლეობის საარსებო წყაროს გადარჩენა“ ევროკომისიის კატასტროფისთვის მზაობის პროგრამის "DIPECHO" მთავარი პრინციპია.

საქართველოში ამჟამად ხორციელდება პროგრამის მეხუთე ფაზა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ადგილობრივი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდას კატასტროფის მიმართ მზაობისა და მასზე რეაგირების საკითხებში.

პროგრამაში მონაწილე პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კატასტროფის რისკის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში გამოცდილების გაზიარება. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა ხელი შეეწყოს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და მდგრადი პროგრამების განხორციელებას.