“It’s Time” to Protect Migrants from Tuberculosis - World TB Day 24.03.2019

"ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე გვახსენებს, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო ყველაზე დაუცველი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მიგრანტების, ტუბერკულოზისგან დასაცავად. სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული ჩვენი ახალი კვლევა ადასტურებს, რომ მიგრანტებს არ აქვთ ცოდნა ტუბერკულოზთან დაკავშირებულ რისკებზე და ხელმისაწვდომ მომსახურებაზე. შედეგად, ისინი დაუცველნი არიან ამ მომაკვდინებელი დაავადების წინაშე, რომლის მკურნალობაც დიდ ხარჯებს უკავშირდება. მეტი ძალისხმევაა საჭირო მეზობელ ქვეყნებს შორის მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველსაყოფად. ყველა მიგრანტს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ტუბერკულოზის მკურნალობაზე. მათი მკურნალობის უწყვეტობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მოდით ვთქვათ ხმამაღლა და გასაგებად - უკვე დროა!" სანია ჩელებიჩ ლუკოვაც, მიგრაციის საერთაშორისო ოორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი

Read more