Piloting Temporary Labour Migration of Georgian Workers

 

Georgia is a country with high emigration intensity. Main reason for emigration is search for employment abroad. Namely, 75 – 80% of emigrants are migrant workers. In spite of this, Georgia’s labour migration policy is still only at a formation stage and the activities of private employment agencies in the field are neither efficient nor ethical. As a result, labour migration from Georgia is mainly of unorganized and irregular nature, accompanied by related risks and socio-economic losses. Though the Government of Georgia shows more and more interest towards temporary labour migration through fostering inter-country cooperation, relevant underdeveloped models significantly hinder its development.

It is an aim of the International Organization for Migration (IOM) Mission to Georgia to form and pilot in practice the abovementioned model. Poland and Estonia were selected as pilot countries and the project “Piloting Temporary Labour Migration of Georgian Workers to Poland and Estonia” was developed and funded by IOM Development Fund.

The project is being implemented by IOM Georgia since November 2015 in cooperation with IOM offices in Poland and Estonia.

The partners of the project are profiled state agencies and public organizations in Georgia as well as in Poland and Estonia. Under the project targeted study visits were organized in Poland and Estonia.  During the both visits the Delegation of Georgia was headed by the Deputy Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia. Representative Delegation from Georgia met with the Deputy Minister of Labour and Social Policy of Poland, the representatives of labour offices in Polish Municipality, with the Department of Citizenship and Migration of the Ministry of Internal Affairs of Estonia, with the project “Estonia Works” implemented by the Ministry of Economy and with the representatives of Estonia’s Employers’ Confederation.

Through the abovementioned visits working relations were established between IOM’s office in Georgia and specific employers. IOM Georgia, in close cooperation with the Social Service Agency of Georgia (now responsible for supporting employment of job seekers) selected and ensured employment of relevant candidates, in line with the specific vacancy requirements provided by the employers. Further, staff selection schemes varied according to the selected professions. For example, online interview was organized for final selection of staff for the positions of seamstresses and greenhouse workers and specialized professional testing took place for selection of welders. Polish employer, whose visit to Tbilisi was funded under the project, was directly involved in the process of professional testing and results evaluation. Through such schemes of selection it becomes possible to avoid risks and unjustified costs associated with departure of inadequate and unmotivated staff. In addition, prior to departure, migrant workers participated in targeted trainings on temporary legal employment opportunities and benefits, rights and responsibilities of migrant workers, interview and self-presentation techniques, and pre-departure orientation. This cycle of trainings support information sharing and adaptation of migrants. Migrant workers, who arrived in Poland, managed to successfully undergo the professional trainings and found employment. According to the monitoring results, at this stage, both, employer and migrant workers are highly satisfied.

This is a pilot project in Georgia. Its results are significant for development of temporary legal labour migration schemes and models. It must be noted that when piloting the model it is crucial to keep in mind the interests of migrants as well as of employers and opportunities for cooperation between Georgia and receiving countries. Involvement of state and public organizations must be commended. This creates a solid foundation for ensuring sustainability of the pilot project’s results and for development of future inter-country cooperation in the field.

 

საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება

საქართველო ემიგრაციის მაღალი ინტენსივობის მქონე ქვეყანაა. ემიგრაციის მიზნებიდან ძირითადია საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით გამგზავრება. კერძოდ, ემიგრანტების 75-80% შრომითი მიგრანტია. ამის მიუხედავად, საქართველოში შრომითი ემიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა ჯერ მხოლოდ ფორმირების ეტაპზეა და არც დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობაა ამ სფეროში ეფექტური და/ან ეთიკური. შედეგად, შრომითი ემიგრაცია საქართველოდან ძირითადად არაორგანიზებული და არაკანონიერია, მასთან დაკავშირებული რისკებითა და სოციალურ-ეკონომიკური დანაკარგებით. მართალია, საქართველოს მთავრობა სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენს დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის კუთხით, მაგრამ მის განვითარებას სერიოზულად აფერხებს შესაბამისი ორგანიზაციული მოდელების განუვითარებლობა.

სწორედ აღნიშნული მოდელის ფორმირება და პრაქტიკაში პილოტირება  დაისახა მიზნად მიგრაციის საერთაშრისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს ოფისმა. პილოტირებისათვის შეირჩა პოლონეთი და ესტონეთი, შემუშავდა პროექტი „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში", რომელიც IOM-ის განვითარების ფონდის (IOM Development Fund) მიერ დაფინანსდა. პროექტს 2015 წლის ნოემრიდან ახორციელებს IOM-ის საქართველოს ოფისი ამავე ორგანიზაციის პოლონეთისა და ესტონეთის ოფისებთან თანამშრომლობით.

პროექტის პარტნიორები არიან პროფილური სახელმწიფო უწყებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები როგორც საქართველოში, ისე პოლონეთსა და ესტონეთში. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მიზნობრივი ვიზიტები პოლონეთსა და ესტონეთში. საქართველოს დელეგაციას ორივე ვიზიტისას ხელმძღვანელობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. საქართველოდან წარმომადგენლობითმა დელეგაციას  საქმიანი შეხვედრები ქონდა პოლონეთში შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილესთან, პოლონეთის მუნიციპალური შრომის ოფისების წარმომადგენლებთან და დამსაქმებლებთან, ესტონეთში - შინაგანსაქმეთა სამინისტროს მოქლაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტთან, ესტონეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექთან „ესტონეთში მუშაობა“ და ესტონეთის დამსაქმებელთა კონფედერაციის წარმომადგენლებთან.

აღნიშნული ვიზიტების საფუძველზე დამყარდა საქმიანი კავშირები IOM-ის საქართველოს ოფისსა და კონკრეტულ დამსაქმებლებს შორის. დამსაქმებლების მხრიდან მოწოდებული  კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად IOM-ის საქართველოს ოფისმა, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან (ამჟამად ამ სააგენტოს კომპეტენციაა სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა) მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყო შესაფერისი კანდიდატურების შერჩევა და დასაქმება. ამასთან, კადრების შერჩევის სქემები განსხვავებული იყო შესარჩევი პროფესიების მიხედვით. მაგალითად,  მკერავებისა და სათბურის თანამშრომლის ვაკანსიაზე კანდიდატების საბოლოო შერჩევისათვის ორგანიზებული იქნა ონლაინ-გასაუბრება, ხოლო შემდუღებლებისათვის -  სპეციალური პროფესიული ტესტირება. პროფესიულ ტესტირებასა და შედეგების შეფასებაში უშუალოდ მონაწილეობდა პოლონელი დამსაქმებელი, რომლის ვიზიტი ქ. თბილისში დაფინანსებული იქნა პროექტის ფარგლებში. შერჩევის ასეთი სქემები შესაძლებლობას იძლევა შემცირდეს შეუფერებელი და არამოტივირებული კადრების გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკები და გაუმართლებელი ხარჯები. გარდა ამისა, შრომით მიგრანტებს გამგზავრებამდე ჩაუტარდათ მიზნობრივი ტრენინგები თემებზე: დროებითი კანონიერი დასაქმების შესაძლებლობები და უპირატესობები, შრომითი მიგრანტების უფლებები და მოვალეობები, დამსაქმებელთან გასაუბრებისა და თვითპრეზენტაციის ტექნიკა, გამგზავრების წინა ორიენტაცია. ტრენინგების ეს ციკლი ემსახურებოდა შრომითი მიგრანტების ინფორმირების გაუმჯობესებასა და ახალ გარემოში ადაპტირების ხელშეწყობას. პოლონეთში ჩასულმა შრომითმა მიგრანტებმა ადგილზეც წარმატებით გაიარეს პროფესიული ტესტირება და დასაქმდენენ. მონიტორინგით დადგინდა, რომ ამ ეტაპზე მაღალია როგორც დამსაქმებლის, ისე შრომითი მიგრანტების კმაყოფილების ხარისხი.

საქართველოში მსგავსი ტიპის პროექტი პირველად ხორციელდება. მისი შედეგები უმნიშვნელოვანესია დროებითი კანონიერი შრომითი მიგრაციის სქემებისა და მოდელების ფორმირებისათვის. აღსანიშნავია, რომ მოდელის პილოტირებისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული როგორც მიგრანტის, ისე დამსაქმებლის ინტერესები, საქართველოსა და მიმღებ ქვეყანებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. მისასალმებელია, რომ  პროცესში თავიდანვე არიან ჩართულნი დაინტერესებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ეს ქმნის მყარ საფუძველს პილოტური პროექტის შედეგების მდგრადობისა და მომავალში ამ სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისათვის.